Thursday, July 19, 2012

სასწავლო პროექტის ,,ოქროს კვეთა' და ,,ვეფხისტყაოსანი" გეგმა

1.პროექტის სახელწოდება:
,,ოქროს კვეთა" და  მისი  გამოყენება  ხელოვნების  ნიმუშებში საქართველოსა და  მსოფლიოს  სხვა  ქვეყნებში."
2.პროექტის მთავარი იდეა (თემა ) 1-2 წინადადებით:
მოსწავლეები  გაეცნობიან  ,,ჰარმონიულ პროპორციას ---,, ოქროს  კვეთას",ასევე  ფიბონაჩის  რიცხვებს, მათ  შორის  კავშირს, გაეცნობიან  მათემატიკის  გამოყენების  ნიმუშებს  ხელოვნებასა  და  ბუნებაში, გაეცნობიან  გარემომცველი სამყაროს  სილამაზისა  და  ჰარმონიის ზოგიერთ  კანონს, შოთა  რუსთაველის ,,ვეფხისტყაოსანში" მოიძიებენ  ,,ოქროს  კვეთის" შემცველ  სტრიქონებს.
3.პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმით, რომ  მოსწავლეები  ერთმანეთთან დააკავშირებენ მათემატიკას, ქართულ ენასა  და  ლიტერატურას, ბიოლოგიას და  ხელოვნებას. მათ  განუვითარდებათ  სოციალური (ურთიერთანამშრომლობის) უნარ-ჩვევები, მოხდება  ბლუმის  ტაქსონომიის  აზროვნების  მაღალი  და  დაბალი  დონეების  : გაგება-გამოყენება, ანალიზისა  და  სინთეზის  უნარ-ჩვევები, კვლევა-ძიების  უნარ-ჩვევები;
4.პროექტის მიზნები:
კონკრეტულად 
1. მოსწავლეები  გაეცნობიან  ,,ოქროს  კვეთასა  და  ფიბონაჩის  რიცხვებს;
2. მოსწავლეები  გამოიმუშავებენ  მონაცემების  დამოუკიდებლად  მოძიების, მოძიებული  მასალის  საფუძველზე  პრობლემის  დასმის, მისი  გადაჭრის  საშუალების  ძიების  უნარს
5.მონაწილეთა ასაკი:  15-16 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: 1 თვე
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას:
1.,,,,ვეფხისტყაოსანიდან მოძიებული  ოქროს  კვეთის  შემცველი სტრიქონები,
2. ,,ხელი მტევანზე,, ოქროს  კვეთის  ზომები გადამოწმებული, სწორია თუ არა?
3. ხელოვნების ნიმუშების სურათები:,, მონა  ლიზა' და სხვა.
4. ppt პრეზენტაცია  იგივე თემაზე.
8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:
,,თაბახის ფურცლები, კალკულატოერი, სახელმძღვანელო: ,,ვეფხისტყაოსანი, ,,მონა ლიზას  " სურათი, ,,ხელის მტევანი  ზომებით',ინტერნეტი, კომპიუტერი,  პროექტორი საჭიროების შემთხვევაში .(პრეზენტაციის  გასაშვებად) , ბიბლიოთეკა, ენციკლოპედია
9.პროექტის მსვლელობა( ძირითადი აქტივობები);
1.კლასის 3 ჯგუფად დაყოფა, ,,ჯგუფური მუშაობის " ქცევის წესების გაცნობა  და  ჯგუფის  ლიდერების არჩევა; ( 10 წუთი)
2. მოსწავლეებთან ერთად ,,შეფასების რუბრიკის" შექმნა ( 15 წუთი)
3.. ინტერნეტში მოსწავლეების მიერ მასალის  მოძიება. (2 კვირა)
4.. პრეზენტაციის  შექმნა  მოძიებული მასალის მიხედვით ( 1კვირა)
5. დაფასთან მოსწავლეთა პრეზენტაცია (2 გაკვეთილი)
6.მოსწავლეთა შეფასება  განმსაზღვრელი ქულით  მათთან ერთად  შექმნილი ,,შეფასების რუბრიკის" მიხედვით.


10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი;
ხდება შემდეგი  საგნების  ინტეგრირება:  მათემატიკა, ქართულ ენა  და  ლიტერატურა, ბიოლოგია და  ხელოვნება.
 ეროვნული  სასწავლო  გეგმის მიხედვით
მათ.X.4. მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა-დასაბუთების სხვადასხვა ხერხის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ასაბუთებს დებულებას რიცხვების თვისებების ან რიცხვითი კანონზომიერებების შესახებ; შესაბამის შემთხვევაში ახდენს ჰიპოთეზის უარყოფას კონტრმაგალითით;
  • მსჯელობის ნიმუშებში ამოიცნობს დედუქციას, განზოგადებას და ანალოგიას;  იყენებს მათ მთელ რიცხვებს შორის დამოკიდებულებების დასადგენად 
  • ამოცანების ამოხსნისას იყენებს რიცხვით სიმრავლეებს შორის დამოკიდებულების გამოსახვის ზოგიერთ ხერხს
  • იყენებს “საწინააღმდეგს დაშვების” მეთოდს რიცხვების შესახებ მარტივი დებულებების დამტკიცებისას.
მათ.X.5. მოსწავლეს შეუძლია პრაქტიკული საქმიანობიდან მომდინარე ამოცანების ამოხსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ასრულებს გამოთვლებს და ადარებს ორ მარტივად/რთულად დარიცხულ საპროცენტო განაკვეთს, სხვადასხვაგვარ ფასდაკლებას, დაბეგვრას; მსჯელობს მათ შორის შორის განსხვავებაზე;
  • მსჯელობს ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული რაოდენობრივი ხასიათის საკითხების შესახებ;
  • მათ.X.13. მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ამოსახსნელად საჭირო თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებ მოპოვება.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    ·        იყენებს მონაცემთა შეგროვების ხერხებს (დაკვირვება, გაზომვა, მითითებულ რესპონდენტთა ჯგუფის გამოკითხვა მზა ანკეტით/კითხვარით);
    ·        ატარებს სტატისტიკურ (მათ შორის, შემთხვევით) ექსპერიმენტს და აგროვებს მონაცემებს;
    ·        იკვლევს და იყენებს მონაცემთა სხვადასხვა ისტორიულ და თანამედროვე წყაროებს (მაგალითად, საინფორმაციო ცნობარი, ინტერნეტი, კატალოგი და სხვა).
    მათ.X.14. მოსწავლეს შეუძლია თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა მოწესრიგება და წარმოდგენა ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
    შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
    • ირჩევს თვისობრივ და რაოდენობრივ (დაუჯგუფებელ) მონაცემთა წარმოდგენის შესაფერის გრაფიკულ ფორმას, ასაბუთებს თავის არჩევანს და ქმნის ცხრილს/დიაგრამას;
    • აგებს სხვადასხვა დიაგრამებს ერთი და იგივე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტებს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს;
    • ახდენს მონაცემთა დაჯგუფებას/დალაგებას, მსჯელობს დაჯგუფების/დალაგების პრინციპზე.


11. პროექტის ხელმძღვანელი: მათემატიკის  სერტიფიცირებული მასწავლებელი ლია  ანდრიაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: liaandriashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი; liaandriashvili.blogspot.com